Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო უარყოფს „ფედერალიზაციას“, ხაზს უსვამს დასავლურ კურსს


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინა დარჩება „ერთიან“ სახელმწიფოდ, კიევში განთავსებული, ძლიერი ცენტრალური მთავრობით და რომ ევროპასთან ინტეგრაციის მისი სურვილი ურყევია. ერთიანობის დღეზე გაკეთებული ეს განცხადებები მოსკოვისთვის გაგზავნილი დაუმორჩილებლობის სიგნალია, პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებთან უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლის ფონზე. ერთიანობის დღეს უკვე დიდი ხანია ზეიმობენ, 1919 წლის ხელშეკრულების აღნიშვნის მიზნით. წელს ამ დღეს ასევე იხსენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ევრომაიდნის გამოსვლებს შეეწირნენ. ამ საპროტესტო ტალღით დაემხო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი. რუსეთი უკრაინას მოუწოდებს დათმოს ძალაუფლების დიდი წილი და ის რეგიონებს გადააბაროს, მათ შორის აღმოსავლეთში, სადაც ორ პროვინციულ დედაქალაქს მეამბოხეები აკონტროლებენ. რუსეთი ამ პროცესს „ფედერალიზაციას“ არქმევს. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა „არასოდეს იქნება ფედერალური“, ხოლო უკრაინული არის და იქნება მისი სახელმწიფო ენა. ამავე დროს, პოროშენკოს თქმით, უკრაინა არასოდეს აუკრძალავს მოქალაქეებს სახლებში, სამსახურებში ან საჯარო ადგილებში რუსულის, ან სხვა ნებისმიერი ენის გამოყენებას.

XS
SM
MD
LG