Accessibility links

logo-print

ქაბულში ათობით პირმა გააპროტესტა „შარლი ებდოს“ ყდაზე კარიკატურა


ავღანეთის დედაქალაქში 100-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, რომელიც ფრანგული სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ მიერ წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნების წინააღმდეგ გაიმართა. 22 იანვარს ქაბულში საფრანგეთის საელჩოს წინ შეკრებილ დემონსტრანტებს ხელში ეკავათ აბრები, რომლებზეც გამოსახული იყო წითელი გული და წინასწარმეტყველის სახელი. დემონსტრანტები მთავრობას მოუწოდებდნენ დახუროს საელჩო და ქვეყნიდან გააძევოს საფრანგეთის ელჩი. 7 იანვარს, პარიზში, „შარლი ებდოს“ ოფისზე მიტანილი იერიშის დროს ისლამისტმა ექსტრემისტებმა დახოცეს 12 ადამიანი. თავდასხმის შემდეგ გამოსული ჟურნალის ნომრის ყდაზე გამოსახული იყო წინასწარმეტყველი მუჰამედი, რომელსაც ცრემლი ჩამოსდის და ხელში უჭირავს აბრა „მე ვარ შარლი.“ ამ ლოზუნგს მედიამ და მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანმა მიმართეს, მსხვერპლთათვის სოლიდარობის გამოცხადების და სიტყვის თავისუფლების პრინციპისადმი თავიანთი ერთგულების გამოხატვის მიზნით.

XS
SM
MD
LG