Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი საუბრობს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში მიღწეულ პროგრესზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ გლობალური პრობლემაა, მაგრამ ექსტრემისტების ამ გაერთიანებასთან ბრძოლაში პროგრესს მიაღწიეს. კერიმ ლონდონში, „ისლამური სახელმწიფოს“ მოწინააღმდეგეთა კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ექსტრემისტების დამარცხება „უზარმაზარი ამოცანაა“, რომლის შესასრულებლადაც იოლი გზა არ არსებობს. ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ და განვაგრძობთ პროგრესის მიღწევასო, აღნიშნა კერიმ. სირიასა და ერაყში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლი კოალიცია 60-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. აგვისტოდან მოყოლებული, ექსტრემისტების წინააღმდეგ 1000-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განხორციელდა.

XS
SM
MD
LG