Accessibility links

logo-print

პოროშენკო: რუსეთის მომხრე მეამბოხეებს „ძვირად დაუჯდათ“ თავდასხმები


უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთის მომხრე მეამბოხეებს "ძვირად დაუჯდათ" მთავრობის ჯარებზე თავდასხმების გააქტიურება. პოროშენკომ ეს განცხადება გააკეთა 22 იანვარს, უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ საგანგებო სხდომაზე, რომელიც მოიწვიეს მას შემდეგ, რაც კიევმა გადაწყვიტა, აღარ გააგრძელოს რამდენიმეთვიანი ბრძოლა დონეცკის აეროპორტისათვის. 22 იანვარს გავრცელდა ასევე ცნობა, რომ სეპარატისტებმა ტყვედ ჩაგდებული უკრაინელი სამხედროები მიიყვანეს დონეცკის უბანში, სადაც მანამდე, ასევე 22 იანვარს აფეთქებამ იმსხვერპლა, სულ ცოტა, შვიდი სამოქალაქო პირი. გავრცელებული ცნობებით, ადგილობრივი მოსახლეები ტყვეებს შუშის ნამსხვრევებს ესროდნენ და აგინებდნენ. გაჩერებაზე, სადაც ტროლეიბუსი აფეთქდა, ტყვეები დააჩოქეს. ეუთოს დამკვირვებლებმა, რომლებმაც აფეთქების ადგილი მოინახულეს, განაცხადეს, რომ შვიდი გვამი ნახეს. სეპარატისტები და სამედიცინო პერსონალი აცხადებენ, რომ დაიღუპა 13 ადამიანი. აფეთქების თაობაზე მოსკოვი და კიევი ერთმანეთს უყენებენ ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG