Accessibility links

ლარი ისევ გაუფასურდა


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 იანვარს დაწესებული ოფიცალური კურსის მიხედვით 1 დოლარის შეძენა 1,98 ლარადაა შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0308 შეადგინა. კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.0 ლარს გადასცდა. ლარმა გაუფასურება გასული წლის ნოემბერის ბოლოდან დაიწყო. 2013 წლის 1 ნოემბერს გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,67 ლარი იყო.

XS
SM
MD
LG