Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი იური ვაზაგაშვილის სიკვდილის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს


საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მონიტორინგს გაუწევს იური ვაზაგაშვილის სიკვდილის გამოძიებას. "საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ოჯახზე და ერთ ადამიანზე, საუბარია ქვეყანაზე, სახელმწიფოებრიობაზე. ეს არის საზარელი დანაშაული და სამართალდამცველი ორგანოების მიმართ ნდობა გარკვეულწილად არის დამოკიდებული სწორედ ამ საქმის გამოძიებაზე", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. მისივე თქმით, მას ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტმა კიდევ ერთხელ წამოწია და დღის წესრიგში დააყენა ძველი საქმეების გამოძიება.

XS
SM
MD
LG