Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერი თურქ კოლეგას შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, აჰმეტ დავუთოღლუს შეხვდა. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩატარდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას თურქეთთან.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე და აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

XS
SM
MD
LG