Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო დონეცკში ავტობუსზე თავდასხმა


გაეროს ინფორმაციით, გასულ ცხრა დღეში უკრაინის კონფლიქტში 262 ადამიანი იქნა მოკლული. ორგანიზაცია ამ პერიოდს ყველაზე სისხლიანს უწოდებს ხუთი სექტემბრის ზავის დადების შემდეგ. გაეროს უშიშროების საბჭომ უმკაცრესად დაგმო სისხლიანი თავდასხმა დონეცკში, აღმოსავლეთ უკრაინელი მეამბოხეების ხელში მყოფ ქალაქში. 13 ადამიანი დაიხოცა და 20 დაშავდა ტროლეიბუსისთვის ჭურვის ტყორცნის შედეგად, 22 იანვარს. კიევი და პრორუსული სეპარატისტები ერთმანეთს სდებენ ბრალს თავდასხმაში. უშიშროების საბჭო მოწონებით გამოვიდა, დაუყოვნებლივ გამოიძიონ მომხდარი, მოძებნონ დამნაშავეები და მართლმსაჯულებას წარუდგინონ ისინი. ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინციდენტს ეუთო იძიებს. ჯენ საკის თანახმად, ჩანს, რომ საჭიროა განახორციელონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს დაპირისპირებულ მხარეებს შორის უშიშროების ზონის შექმნას. ამ შეთანხმებას 21 იანვარს მიაღწიეს უკრაინის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის წარმომადგენლების შეხვედრის დროს. საკიმ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავისი ტერიტორია და რომ რუსეთი და მისი სეპარატისტები არიან პასუხისმგებლები ძალადობის აქტების უმეტესობისთვის.

XS
SM
MD
LG