Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში წინსვლაა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ექსტრემისტული გაერთიანება, ისლამური სახელმწიფო გლობალურ პრობლემას წარმომადგენს, მაგრამ მასთან ბრძოლაში წინსვლააა მიღწეული. კერის თანახმად, ისლამისტურ ჯგუფთან ბრძოლა რთული ამოცანაა. კერიმ, ლონდონში, სირიასა და ერაყში აშშ-ის მეთაურობით ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლი კოალიციის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ამ საქმეში წინ მივდივართ და კვლავ ვივლითო. კოალიციაში 60-მდე ქვეყანა შედის. მათ ათასამდე საჰაერო თავდასხმა განახორცილეს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ აგვისტოს შემდეგ.

XS
SM
MD
LG