Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი კიევს ადანაშაულებს უკრაინაშიბრძოლის გამძაფრებაში


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, კიევი დაადანაშაულა იმაში, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები გამძაფრდა და მთავრობამ ოფიციალური ბრძანება გასცა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ პრორუსული სეპარატისტების წინააღმდეგ. პუტინმა ეს თქვა 23 იანვარს მას მერე, რაც სეპარატისტთა ლიდერმა, რომლის ჯარმა დონეცკის აეროპორტი დაიკავა, გამოაცხადა, რომ აპირებს დაიკავოს დონეცკის მთელი ოლქი, რომლის დიდ ნაწილს კვლავ მთავრობის ჯარი აკონტროლებს. პუტინის თქმით, უკრაინამ არ მიიღო კრემლის შეთავაზება, რომელიც მან უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს წარუდგინა, კერძოდ, გაეყვანათ მძიმე შეიარაღება გამყოფი ზოლის მიღმა. ამის ნაცვლად საპირისპირო ქმედებები ვიხილეთ, თქვა პუტინმა, რომლის თანახმად, ბრძოლების გამძაფრებაზე პასუხისმლებლობა მათ ეკისრებათ, ვინც ეს დამნაშავეობრივი ბრძანება გასცა.

XS
SM
MD
LG