Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამური სახელმწიფო იაპონელი მძევლების დახოცვას აპირებს


ექსტრემისტულმა სახელმწიფომ, ისლამურმა სახელმწიფომ, გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ დროის დათვლა დაწყებულია ორი იაპონელი მძევლის მოკვლამდე. დაჯგუფებამ ინტერნეტით გამოაქვეყნა საათი და მის გვერდით კი ადორე დახოცილი მძევლების საზარელი სურათები. გაერთიანებამ 72 საათი მისცა იაპონიის მთავრობას, რათა გადაიხადა გამოსასყიდი, 200 მილიონი ამერიკული დოლარი ჟურნალისტ კენიი გოტოს და თვითმარქვია კონტრაქტორის, ჰარუნა იუაკავს სიცოცხლის სანაცვლოდ. პირობის ვადა დღეს დილით ამოიწურა. იაპონიის მთავრობის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ მათ დაჯგუფებისგან ცნობა არ მიუღიათ. უფრო ადრე გოტოს დედამ ემოციურად მიმართა გამტაცებლებს, არ მოკლან მისი ვაჟი. 20 იანვარს ისლამურმა სახელმწიფომ გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ჩანს ორივე იაპონელი მძევალი, რომლებსაც ინგლისური აქცენტით მოლაპარაკე კაცი სიკვდილით დასჯით ემუქრება.

XS
SM
MD
LG