Accessibility links

logo-print

დუმამ რატიფიცირება გაუკეთა სეპარატისტულ აფხაზეთთან დადებულ შეთანხმებას


23 იანვარს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატამ რატიფიცირება გაუკეთა დოკუმენტს, რომელსაც საქართველოს სეპარატისტულ, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან შეთანხმება ჰქვია. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აფხაზეთის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ. საქართველო შეთანხმების ლეგიტიმურობას არ ცნობს.

XS
SM
MD
LG