Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთის ტახტის მომავალი მემკვიდრის ვინაობა დადგინდა


საუდის არაბეთის სამეფო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრინცი მუყრინ ბინ აბდულაზიზი დაადგინეს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრედ. გადაწყვეტილება მიიღეს რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც მისმა ძმამ, სალმანმა დაიკავა ტახტი. სალმანი 79 წლისაა, ის ნავთობით მდიდარი სამეფოს ხელმწიფე გახდა 23 იანვარს, მეფის, აბდულას გარდაცვალების გამო. ტახტის მემკვიდრე 69 წლისაა.

XS
SM
MD
LG