Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პარტიებმა უმცირესობის მთავრობა შექმნეს


ორმა პროევროპულმა პარტიამ მოლდავეთში მიაღწია შეთანხმებას უმცირესობის მთავრობის შექმნის შესახებ. მოლაპარაკება თვეების განმავლობაში გრძელდებოდა შარშანდელი არჩევნების შემდეგ. ვლად ფილატმა, ლიბერალ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და მარიან ლიპუმ, დემოკრატიული პარტიის თავკაცმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას კიშინიოვში 23 იანვარს და განაცხადეს, რომ მათ გადაწყვიტეს ქვეყნის მთავრობისთვის პასუხისმგებლობა იკისრონ. სამი პროევროპული პარტია, 55 მანდატს ფლობს მოლდავეთის 101 ადგილიან პარლამენტში.მოლდავეთის პრორუსულმა სოციალისტურმა პარტიამ და უფრო ზომიერმა კომუნისტებმა, ერთად, 38,8 პროცენტი მოიგეს, რითაც ცოტა დააკლდათ მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმების რაოდენობამდე.

XS
SM
MD
LG