Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიუპოლს “გრადის“ რაკეტები დაუშინეს, დაღუპულია 15 პირი


უკრაინის ქალაქ მარიუპოლს, რომელიც სამთავრობო ჯარის მიერ კონტროლდება, გრადის ტიპის დანადგარიდან ცეცხლი დაუშინეს პრორუსულმა სეპარატისტებმა, რომლებიც 24 იანვარს აგრძელებენ იერიშს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოკლულია 15 დაჭრილია 46 ადამიანი. ცნობით, რაკეტებმა დაანგრია შენობები საცხოვრებელ უბანში. არაფერს იტყორბინებიან, შეაღწია თუ არა ქალაქში სეპარატისტთა რაზმმა. სეპარატისტთა ცნობით, მათ დაიკავეს სოფელი დონეცკთან. აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე რეგიონიდან იტყობინებიან მძაფრი ბრძოლების შესახებ. გუშინ სეპარატისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ზახარჩენკომ განაცხადა, რომ მათი მიზანია დონეცკის რეგიონის მთლიანად დაკავება.

XS
SM
MD
LG