Accessibility links

logo-print

მსოფლიოს ლიდერები ერ-რიადში ჩადიან


მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოს ლიდერები ჩადიან ერ-რიადში, რათა სამძიმარი გამოხატონ მეფე აბდულას გარდაცვალების გამო და შეხვდნენ საუდის არაბეთის ახალ მონარქს, სალმან იბნ აბდულ-აზიზს. დღეს ერ-რიადში ჩადიან იმ ქვეყნების მეთაურები, რომელთა მოსახლეობა არ არის მაჰმადიანური. საუდის არაბეთს დღეს სტუმრობენ ბრიტანეთის პრემიერი, დავიდ კამერონი, ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი. რუსეთის წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი. ერ-რიადში ჩავიდნენ შვედეთის და ნიდერლადნის მეფეები, კარლ გუსტავი და ვილემ-ალექსანდერი. თეთრი სახლის ცნობით, ბარაკ ობამა ერ-რადში აპირებს 27 იანვარს ჩასვლას, რათა შეხვდეს ახალ მეფეს, სალმანს. გუშინ საუდის არაბეთს სტუმრობდნენ მუსლიმანური ქვეყნების, თურქეთის, პაკისტანის, და სხვა მათ შორის პალესტინის ავტონორმის ლიდერები. 24 იანვარს ერ-რიადში ჩავიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, რაც იშვიათია რეგიონულ მეტოქეთა შორის.

XS
SM
MD
LG