Accessibility links

logo-print

სომხეთში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცის დაკითხვის ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს


სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა შვიდ სულიანი ოჯახის წევრების მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცის დაკითხვის ვიდეო ჩანაწერი. უხმო ვიდეო სომხეთის მედიამ გადასცა 22 იანვარს. მასზე ჩანს რიგითი ვალერი პერმიაკოვი, რომელსაც ორი პირი დაკითხავს, მათი სახეები არ ჩანს. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, დაკითხვის მონაწილეები არიან სომხები და პროცედურას ჯარისკაცის თარჯიმანი და ადვოკატიც ესწრებოდნენ. რუსეთის სამხედროებმა პერმიაკოვი დააკავეს სომხეთ-თურქეთის საზღვარზე მას მერე, რაც მოკლულთა გვამები ნახეს სახლში, რომელიც გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის მახლობლად მდებარეობდა. მკვლელობას მოჰყვა დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები ითხოვდნენ, რომ ეჭვმიტანილი სომხურ მხარეს გადაცემოდა.

XS
SM
MD
LG