Accessibility links

logo-print

იემენში შიიტი მეამბოხეების საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა


იემენის დედაქალაქ სანაში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში შიიტი მეამბოხეების საწინააღმდეგოდ, რომლებმაც ქალაქი დაიკავეს. დემონსტრაცია პოლიტიკური ვაკუუმის ფონზე იმართება, რადგან პრეზიდენტმა და პრემიერმა, რომლებსაც დასავლეთი უჭერს მხარს, გადადგომა გამოაცხადეს. დემონსტრანტები გაჰყვიროდნენ ლოზუნგს, არა ჰუტისებს! ისინი გულისხმობდნენ შიიტურ, იემენის ჩრდილოეთში მცხოვრები გაერთიანების, ზეიდიტების გასამხედროებული ჯგუფს, რომელიც ფართო ავტონომიისთვის იბრძვის და რომელმაც პრეზიდენტის სასახლეზე მიიტანა იერიში ამ კვირის დასაწყისში. იემენის სამხრეთში, ასევე სეპარატისტულ არეალში, მეამბოხეებმა საკონტროლო-გამშვები პუნქტები დაიკავეს და უფრო ადრე, სამხრეთის რამდენიმე ქალაქის მმართველებმა გამოაცხადეს, რომ არ დაემორჩილებიან ცენტრალურ მთავრობას.

XS
SM
MD
LG