Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის დელეგაცია ირანში ვიზიტს იწყებს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 24-27 იანვარს ირანის ისლამურ რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან და პარლამენტისთავმჯდომარე ალი ლარიჯანისთან, ასევე ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. „ოფიციალური შეხვედრების დროს მხარეები ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების საკითხებს და საკანონმდებლო და სამთავრობო დონეებზე სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავენ“, - იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება ირანის ყოფილ პრეზიდენტს, მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარეს ალიაქბარ ჰაშემი რაფსანჯანის. დავით უსუფაშვილი თეირანის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და ვიცესპიკერიშალვა კიკნაველიძე; ნაციონალურ მოძრაობის უმცირესობას კი დელეგაციაში მისი ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG