Accessibility links

მარიუპოლზე “გრადის“ რაკეტების დაშენის შედეგად 20 ადამიანი მოკლეს


უკრაინის სანავსადგურო ქალაქ მარიუპოლს, რომელიც სამთავრობო ჯარის მიერ კონტროლდება, გრადის ტიპის დანადგარიდან ცეცხლი დაუშინეს პრორუსულმა სეპარატისტებმა, რომლებიც 24 იანვარს აგრძელებენ იერიშს. ცნობით, მოკლულია 30, დაჭრილია 97 ადამიანი. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სეპარატისტთა ლიდერმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ მარიუპოლზე იერიში დაიწყოო. ცნობით, რაკეტები მოხვდა ხალმრავალ ბაზარს და დაანგრია შენობები საცხოვრებელ უბანში. პრეზიდენტ პეტრო ტპოროშენკოს თქმით, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მან შეწყვიტა ვიზიტი საუდის არაბეთში. ეუთოს წარმომადგენლობის თანახმად, მათ იხილეს უგუნური, განურჩეველი და სამარცხვინო თავდასხმა. უკრაინის სახელმწიფო უშიშროების და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენელმა, ანდრეი ლისენკომ კიევში შემდეგი განაცხადა: „თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რა დონის ნგრევა გამოიწვია და რა ფართობზე მოხდა თავდასხმა, დასკვნა ერთია, რომ გრადის სულ მცირე, სამი დანადგარიდან ისროდნენ. რაკეტების სამიზნე სამოქალაქო მოსახლეობა იყო, საცხოვრებელი უბნები ქალაქში; ეს იმის დასტურია, რომ მეამბოხეები არ წყვეტენ ქმედებებს, რათა ვითარების დესტაბილიზაცხია მოხდეს“. ლისენკოს თანახმად, ქალაქი კარგად არის ხმელეთზე გამაგრებული, ამიტომ მოხდა თავდასხმა ამ გზით. სეპარატისტთა ცნობით, მათ დაიკავეს სოფელი დონეცკთან. აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე რეგიონიდან იტყობინებიან მძაფრი ბრძოლების შესახებ. გუშინ სეპარატისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ზახარჩენკომ განაცხადა, რომ მათი მიზანია დონეცკის რეგიონის მთლიანად დაკავება.

XS
SM
MD
LG