Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააპატიმრა


ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ პოლიციამ დააკავა ისლამისტური ტერორისტული ჯგუფის ოთხი საეჭვო წევრი ქალაქ სეუტაში, რომელიც გიბრალტარის სრუტის გადაღმა, აფრიკის კონტინეტზე, მაროკოს საზღვართან მდებარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრის“ ხორხე ფერნანდეს დიასის თქმით, გამომძიებლები გააკვირვა მსგავსებამ ჯგუფის წევრებსა და პარიზის ტერაქტის მონაწილეთა შორის. ეჭვმიტანილები არიან ორი წყვილი ძმები, რადიკალიზებული და სამხედრო თვალსაზრისით კარგად გაწრვთნილი. ისინი მზად არიან, დიასის თქმით, მოაწყონ თვითმკვლელის თავდასხმა. ესპანეთმა და მაროკომ ათეულით ეჭვმიტანილი დააკავა ბოლო წლებშიამ ქალაქში და მეზობელ მელიიაში, ორ ესპანურ ქალაქში, რომლებიც აფრიკის კონტინეტზე მდებარეობს, მაროკოს საზღვართან.

XS
SM
MD
LG