Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა ინდოეთში გაემგზავრა და პაკისტანს აფრთხილებს


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ინდოეთში გაემგზავრა. ის იქ 25-27 იანვარს ორდღიან ვიზიტს გამართავს. წინა დღით ობამამ განაცხადა, რომ ინდოეთს მეზობელი და მეტოქე, პაკისტანი ჩამორჩება ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. ობამამ მოუწოდა პაკისტანს, მეტი გააკეთოს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში და იმ მხრივ, რომ ტერორისტულ გაერთიანებებს არ შექმნათ განვითარების პირობები ამ ქვეყანაში, ასევე მართლმსაჯულებას წარუდგინოს 2008 წელს ბომბეის ტერაქტის მომწყობნი. ინდოეთში ობამას ვიზიტის უმთავრესი მოვლენა, ამ ქვეყანასთან ურთიერთობის განვითარებასთან ერთად, არის სამხედრო აღლუმზე დასწრება 26 იანვარს, როცა ინდოეთის 1950 წლის კონსტიტუციის ძალაში შესვლას იზეიმებენ. ობამამ ინდოეთში ვიზიტი ერთი დღით შეამცირა და 27 იანვარს საუდის არაბეთში ჩავა, ახალ მონარქ სალმანთან შესახვედრად.

XS
SM
MD
LG