Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირანში ვიზიტი დაიწყო


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ 24-27 იანვარს ირანის ისლამურ რესპუბლიკაშიოფიციალური ვიზიტი დაიწყო.ირანის ისნას სააგენტო ცნობით, ვიზიტის პირველ დღეს, შაბათს, უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანის შეხვდა.ლარიჯანის თქმით, მათ ისაუბრეს რეგიონულ საკითხებზე, ასევე ტერორიზმის თემაზე, ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე. ლარიჯანის სწამს, რომ უსუფაშვილის და დელეგაციის სტუმრობა ირანში მნიშვნელოვანია და მას შეუძლია ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ურთიერთობას. დავით უსუფაშვილმა ირანსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის, სასმელი წყლის და ენერგეტიკის სფეროებშითანამშრომლობის გაფართოებაზეილაპარაკა და თქვა, რომ ირანის პარლამენტმა კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. ირანის პარლამენტის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სულ მალე, ირანის მოქალაქეთა, - ბიზნესმენების, ასევე სატვირთო მანქანების მძღოლების ვიზის საკითხი მოგვარდება. მან საქართველოში მიიწღია ირანელი კოლეგა. დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან ასევე ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება ირანის ყოფილ პრეზიდენტს, მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარეს ალიაქბარ ჰაშემი რაფსანჯანის. დავით უსუფაშვილითეირანის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და ვიცესპიკერიშალვა კიკნაველიძე; ნაციონალურ მოძრაობის უმცირესობას კი დელეგაციაში მისი ლიდერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG