Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი არჩევნებისთვის ემზადება


საბერძნეთის ამომრჩევლები 25 იანვარს კენჭს უყრიან საკანონმდებლო ორგანოს. თუ კვირის არჩევნებში გაიმარჯვებს მომჭირნეობის პროგრამის მოწინააღმდეგე სირიზას პარტია, ეს ქვეყანა საერთაშორისო კრედიტორების საწინააღმდეგო კურსით შეიძლება წავიდეს. გამოკითხვებით, რადიკალური მემარხენე ფრთის, ალექსის ციპრასის, სირიზას პარტია, აშკარად უსწრებს მმართველ, კონსერვატულ ახალ დემოკრატებს, პრემიერ-მინისტრის ანტონის სამარასის პარტიას. შეშფოთებას იწვევს სირიზას გამარჯვების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, საბერნეთს გაუჭირდება ვალების გადახდა და მან შეიძლება დატოვოს ევროზონა. ამ ქვეყანაში უმუშევრობის დონე 25 პროცენტს აღწევს. ეკონომიკა მეოთხედით შემცირდა ევროზონაში კრიზისის გამო.

XS
SM
MD
LG