Accessibility links

logo-print

საბერძნეთში საყოველთაო არჩევნები იმართება


საბერძნეთში 25 იანვარს საყოველთაო არჩევნები იმართება. თუ მასში მომჭირნეობის პროგრამის მოწინააღმდეგე სირიზას პარტია გაიმარჯვებს, ეს ქვეყანა საერთაშორისო კრედიტორების საწინააღმდეგო კურსით შეიძლება წავიდეს. გამოკითხვებით, რადიკალური მემარცხენე ფრთის, ალექსის ციპრასის, სირიზას პარტია, აშკარად უსწრებს მმართველ, კონსერვატულ ახალ დემოკრატებს, პრემიერ-მინისტრის ანტონის სამარასის პარტიას. შეშფოთებას იწვევს სირიზასგამარჯვების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, საბერძნეთს გაუჭირდება ვალების გადახდა და დატოვებს ევროზონას. ამ ქვეყანაში უმუშევრობის დონე 25 პროცენტს აღწევს.ეკონომიკა მეოთხედით შემცირდა ევროზონაში კრიზისის გამო.

XS
SM
MD
LG