Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო ამბოხების წლისთავის აღნიშვნისას ეგვიპტეში 11 ადამიანი მოკლეს


ეგვიპტეში, სულ მცირე,11 ადამიანი მოკლეს ოთხი წლის წინანდელი ამბოხების წლისთავის აღნიშვნისას. მთელ ეგვიპტეში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები კაიროსა და სხვა ქალაქებში, როცა პოლიციამ 2011 წელს სახალხო ამბოხების წლისთავის აღნიშვნის მოსურნეთა მცირე საპროტესტო გამოსვლების აღკვეთა გადაწყვიტა. მაშინდელ გამოსვლებს მოჰყვა ავტოკრატი მმართველის, ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდება. 25 იანვრის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა შორის მსხვერპლია ალექსანდრიაში, სადაც პოლიციას შეტაკება მოუვიდა მუსლიმთა საძმოს აკრძალული ჯგუფის წევრებთან, ასევე ბეჰეირაში. კაიროში, ამასთან, ორი პოლიციელი დაშავდა ნაღმის აფეთქების შედეგად. ისლამისტები ახლანდელ პრეზიდენტს, აბდელ-ფათა ელ-სისის ხელისუფლებას არ აღიარებენ. საპროტესტო გამოსვლები და უშიშროების ზომების გაძლიერება მოჰყვა ინციდენტს, როცა გუშინ, კაიროში, ტყვიით მოკლეს საპროტესტო გამოვლის მონაწილე ქალი. მოკლული მონაწილეობდა 2011 წლის ამბოხების დროს დაღუპული 900 ადამიანის ხსოვნის თავყრილობაში. აქტივისტები მკვლელობაში პოლიციას სდებენ ბრალს. ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ საქმეს გამოიძიებს.

XS
SM
MD
LG