Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა საპროტესტო აქციის წინააღმდეგ


კოსოვოს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა 24 იანვრის საღამოს პრიშტინაში, რათა დაეშალა საპროტესტო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები ქვებს უშენდნენ სამთავრობო შენობას. დემონსტრაცია მოაწყო ეთნიკურ ალბანელთა ოპოზიციურმა პარტიებმა. ეს იყო უდიდესი საპროტესტო გამოსვლა სერბიისგან გამოყოფის გამოცხადების, 2008 წლის შემდეგ. ეთნიკურ ალბანელთა პარტიები მოითხოვენ ეთნიკურად სერბი მინისტრის, ალექსანდარ იაბლანოვიჩის გადადგომას. იანვრის დასაწყისში იაბლანოვიჩმა „ველურები“ უწოდა ეთნიკურ ალბანელ დემონსტრანტებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს 1998-99 წლების ომში. მინისტრმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეთნიკურ ალბანელთა ოპოზიციური პარტიები მის გადაგომას ითხოვენ. დემონსტრანტებს სურთ ასევე მთავრობამ გამოაცხადოს, რა ბედი ეწევა კოსოვოს უმდიდრეს საბადოს ტრეპჩას, რომელზეც პრეტენზიას სერბიაც აცხადებს. დემონსტრაციის დროს დაშავდა 20 პოლიციელი, 22 დემონსტრანტი დააკავეს.

XS
SM
MD
LG