Accessibility links

რუსეთმა ვეტო დაადო მარიუპოლის გუშინდელი თავდასხმის დაგმობის განცხადებას


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დაგმო მარიუპოლზე თავდასხმა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ცალმხრივი უარყოფა. გაეროს უშიშროების საბჭოში ბრიტანეთის მიერ შეტანილ გაცხადებას, რომელიც გმობდა უკრაინაში ქალაქ მარიუპოლზე სეპარატისტთა სარაკეტო თავდასხმას, რასაც 30 ადამიანი ემსხვერპლა, და მოითხოვდა მომხდარის გამოძიებას, რუსეთმა ვეტო დაადო. განცხადებაში კონკრეტულად იყო ნახსენები დონეცკელ სეპარატისტთა ლიდერი, ალექსანდრ ზახარჩენკო, რომელმაც თქვა, რომ აღარ აპირებს მოლაპარაკებებს უკრაინის არმიასთან და რომ დონეცკის ოლქის მთლიანად დაკავება აქვს მიზნად დასახული.

XS
SM
MD
LG