Accessibility links

logo-print

საბერძნეთში საყოველთაო არჩევნები გაიმართა


საბერძნეთში 25 იანვარს საყოველთაო არჩევნები ჩატარდა. თბილისის დროით 22 საათისთვის საარჩევნო უბნები დაიხურა. თუ ამ არჩევნებში გაიმარჯვებს მომჭირნეობის პროგრამის მოწინააღმდეგე სირიზას პარტია, ეს ქვეყანა საერთაშორისო კრედიტორების საპირისპირო კურსით შეიძლება წავიდეს. საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეგზიტპოლის თანახმად, რადიკალური მემარცხენე ფრთის, ალექსის ციპრასის, სირიზას პარტია აშკარად უსწრებს მმართველ, კონსერვატულ ახალ დემოკრატებს, პრემიერ-მინისტრის ანტონის სამარასის პარტიას 12,5 პროცენტით. ულტრამემარჯვენე ოქროს აისი და ცენტრისტული პარტია,მდინარე,თითქმის ერთნაირი მორნაცემებით, მესამე ადგილზე არიან. შეძლებს თუ არა სირიზას პარტია მარტომ მართოს საბერძნეთი, გამოჩნება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. შეშფოთებას იწვევს სირიზას გამარჯვების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, საბერძნეთს გაუჭირდება ვალების გადახდა და დატოვებს ევროზონას. ამ ქვეყანაში უმუშევრობის დონე 25 პროცენტს აღწევს. ეკონომიკა მეოთხედით შემცირდა ევროზონაში კრიზისის გამო.

XS
SM
MD
LG