Accessibility links

logo-print

საბერძნეთის არჩევნებში რადიკალური მემარცხენე პარტია "სირიზა" ლიდერობს


საბერძნეთის რადიკალური-მემარცხენე პარტიის „სირიზის“ ლიდერმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „უკან იტოვებს გამანადგურებელ მომჭირნეობის პოლიტიკას“. 25 იანვარს საბერძნეთში ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში „სირიზამ“ აშკარა წარმატებას მიაღწია. წინასწარი შედეგებით, ამ პარტიას ხმა მისცა ამომრჩეველთა დაახლოებით 36%-მა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე პრემიერ-მინისტრ ანტონის სამარასის კოსერვატორთა მიერ მიღებული 28%. „სირიზის“ ლიდერმა ალექსის ციპრასმა განაცხადა - „ჩვენი ხალხის ვერდიქტი ნიშნავს „ტროიკის“ დასასრულს“. ციპრასმა იგულისხმა საბერძნეთის საერთაშორისო კრედიტორები - ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი. ციპრასის განცხადებით, საბერძნეთი გააგრძელებს საერთაშორისო კრედიტორებთან მუშაობას ვალის გადახდაზე „სიცოცხლისუნარიანი“ შეთანხმების მისაღწევად. ციპრასი ამომრჩეველს დაპირდა, რომ დაასრულებს უკიდურესად არაპოპულარულ მომჭირენობის ზომებს, რაც საერთაშორისო დახმარების მიღებაზე შეთანხმებას უკავშირდება. საბერძნეთში უმუშევრობის დონე დაახლოებით 25%-ია, ქვეყნის ეკონომიკა მეოთხედით შემცირდა 2008 წლის ევროზონის კრიზისის დაწყებიდან.

XS
SM
MD
LG