Accessibility links

"ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა აიღო იაპონელი მძევლის მკვლელობაზე


25 იანვარს ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა იაპონელი მძევლის ჰარუნა იუკავას მკვლელობაზე. ეს განცხადება მოჰყვა მძევლის მოკვლის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის გავრცელებას. რადიო-სადგურმა „ალ-ბაიანმა“, რომელიც სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მაუწყებლობს, გამოაცხადა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ „დათქმული ვადის ამოწურვის შემდეგ მოკლა იაპონელი მძევალი ჰარუნა იუკავა“. 20 იანვარს „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ორი იაპონელი მძევალი, მათ შორის იუკავა იყო ასახული და რომელთა მოკვლითაც იმუქრებოდა, თუკი იაპონია 72 საათის განმავლობაში არ გადაიხდიდა 200 მილიონ დოლარს. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ახლა შეცვალა მოთხოვნა და მორე იაპონელი მძევლის - კენჯი გოტოს გათავისუფლებისთვის ითხოვს ალ-ყაიდასთან დაკავშირებული თვითმკვლელი ტერორისტი ქალის - იორდანიაში დაკავებული ერაყელი საჯიდა რიშვაის გათავისუფლებას. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ მოითხოვა კენჯი გოტოს უპირობო გათავისუფლება, იუკავას მკვლელობას კი „სასტიკი და მიუტევებელი“ ქმედება უწოდა.

XS
SM
MD
LG