Accessibility links

logo-print

ალექსის ციპრასი: საბერძნეთი უარს იტყვის „ეკონომიკური მომჭირნეობის დამღუპველ პოლიტიკაზე“


მას შემდეგ რაც კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილზე გავიდა, საბერძნეთის უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკური პარტიის სირიზას პარტიის ლიდერი თავის მომხრეებს დაჰპირდა, რომ საბერძნეთი უარს იტყვის „ეკონომიკური მომჭირნეობის დამღუპველ პოლიტიკაზე“. არჩევნებმა ცხადყო, რომ მილიონობით ბერძენი ამომრჩეველი უკმაყოფილოა მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკით, რასაც ევროკავშირის ფინანსური დახმარების პროგრამასთან და ევროზონის წევრობასთან აკავშირებენ. 25 იანვარს გამართულ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგად სირიზას პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 36.3 %-ი ხვდა წილად და 8,5 % -ით უსწრებს მეორე ადგილზე გასული პრემიერ-მინისტრ ანტონის სამარასის კონსერვატიულ „ახალ დემოკრატიული“ პარტიას. ამ შედეგით „სირიზას“ პარტია 300 კაციან პარლამენტში 149 ადგილს მიიღებს, ორი ხმით ნაკლებია, რაც უმრავლესობის ფორმირებას სჭირდება. კოალიციის შესაქმნელად ციპრასი აპირებს შეხვდეს საბერძნეთის „დამოუკიდებელ ბერძენთა“ პარტიის ლიდერს, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო ფინანსური დახმარების პროგრამას, რამაც საბერძნეთი 2010 წელს გაკოტრებას გადაარჩინა. ციპრასს სურს, რომ გადაისინჯოს საბერძნეთისათვის გამოყოფილი 318 მილიონი ევროს მოცულობის ვალი და პირობას დებს, რომ გააუქმებს საერთაშორისო ფინანსურ დახმარებით განსაზღვრულ, არაპოპულარულ მკაცრ ეკონომიკურ ზომებს.

XS
SM
MD
LG