Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხიდან გაათავისუფლეს ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ორი შვილი


ეგვიპტის უშიშროების სამინისტროს ინფორმაციით 26 იანვარს ციხიდან გაათავისუფლეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის ორი შვილი. ისინი მალევე, მამასთან ერთად დააპატიმრეს 4 წლის წინ, როდესაც სახალხო აჯანყების შემდეგ ჰოსნი მუბარაკი დაამხეს. აჯანყების წლისთავზე, 25 იანვარს ეგვიპტეში ისლამისტების საპროტესტო აქციები გაიმართა. კაიროს მახლობლად სულ მცირე 15 კაცი დაიღუპა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ შეტაკებებში. დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელიც. შეტაკება დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიცია შეეცადა დაეშალა ასობით დემონსტრანტი, რომლებიც კაიროს ცენტრში ტაჰრირის მოედანზე მსვლელობის მოწყობას ცდილობდა. ისლამისტები ქვეყნის პრეზიდენტის აბდელ ფატა ალ სისის გადადგომას ითხოვდნენ.

XS
SM
MD
LG