Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს დაასახელებს


გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს დღეს წარადგენს. მთავრობის კანცელარიაში კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება. მანამდე ღარიბაშვილმა დააკმაყოფილა ყოფილი მინისტრის ალქსანდრე ჭიკაიძის მიმართვა გადადგომის შესახებ. აღნიშნული თხოვნით პრემიერ-მინისტრს 23 იანვარს მიმართა ალექსანდრე ჭიკაიძემ. "მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - აცხადებდა 23 იანვარს ჭიკაიძე.

XS
SM
MD
LG