Accessibility links

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ლიტვის პრემიერ-მინისტრი


აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციისა და სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულების კუთხით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ემზადება მიმდინარე წლის მაისში რიგაში დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის. 27 იანვარს ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერება ეკონომიკურ თანამშრომლობას და ეს დოკუმენტი ორმხრივ თანამშრომლობას განავითარებს. ლიტვური კომპანიები მზად არიან საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის, - ამის შესახებ ქართველ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა განაცხადა. "მინდა ბიძგი მივცე ჩვენს ბიზნეს-თანამშრომლობას. ჩვენ ხვალ ხელს მოვაწერთ ეკონომიკურ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, ეს დოკუმენტი ძალიან სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში.

XS
SM
MD
LG