Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებში 43 პოლიციელი დაიღუპა მუსლიმ მეამბოხეებთან შეტაკებაში


ფილიპინების ხელისუფლების ინფორმაციით, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის 46 წევრი დაიღუპა 26 იანვარს მუსლიმ მეამბოხეებთან მომხდარ შეტაკებებში. ოფიციალური ცნობით, ბრძოლა დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციის რაზმი შევიდა რთულად მისადგომ ქალაქ მამასაპანოში, რომელსაც მოროს ისლამური განმათავისუფლებელი ფრონტი აკონტროლებს. ეს არის ყველაზე ფართომასშტაბიანი ერთდღიანი შეტაკება, რომელშიც სამთავრობო ძალებმა ასეთი დიდი ზარალი განიცადეს. 2014 წლის მარტში დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხებით ექსტრემისტული ორგანიზაციის 10 ათასი წევრი დათანხმდა ძალადობის შეწყვეტას ფილიპინებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას კათოლიკეები შეადგენენ. ამ შეთანხმებით მუსლიმებმა ქვეყნის რამდენიმე სამხრეთ პროვინციის მართვის უფლება მოიპოვეს.

XS
SM
MD
LG