Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი „დესტრუქციულსა და არაშორსმჭვრეტელურს“ უწოდებს რუსეთზე ზეწოლის მუქარას


ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთზე ახალი ეკონომიკური ზეწოლის მუქარას უკრაინაში კონფლიქტის გამო „აბსოლუტურად დესტრუქციული, სრულიად გაუმართლებელი და საბოლოო ჯამში არაშორსმჭვრეტელური უწოდა.“ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ქალაქ მარიუპოლზე მიტანილ სარაკეტო იერიშის გამო, რასაც 30 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 90-ზე მეტი დაიჭრა. დელიში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბარაკ ობამამ დონბასში სიტუაციის ესკალაციაში დაადანაშაულა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები, რომლებსაც „ფინანსურად, შეიარაღებითა და ჯარისკაცებით“ რუსეთი ეხმარება. ამერიკის ლიდერმა დასძინა, რომ აშშ-ი და მისი მოკავშირეები გააძლიერებენ ზეწოლას რუსეთზე და განაცხადა, რომ შეიარაღებული დაპირისპირების გარდა ამ მიმართულებით ყველა შესაძლებლობა იქნება განხილული.

XS
SM
MD
LG