Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირიზამ“ და „დამოუკიდებელმა ბერძნებმა“ კოალიცია გააფორმეს


საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა საბერძნეთის მემარცხენე პარტია „სირიზამ“ და უკიდურესად მემარჯვენე „დამოუკიდებელ ბერძენთა“ პარტიამ 26 იანვარს მთავრობის ფორმირების თაობაზე კოალიციური შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, „დამოუკიდებელ ბერძენთა“ პარტია მხარს დაუჭერს ალექსის ციპრასის კანდიდატურას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე. სანაცვლოდ, „სირიზას“ პარტია ჰპირდება მოკავშირეებს, რომ ისინი ახალ კაბინეტში რამდენიმე პოსტს დაიკავებენ. საბერძნეთის უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკური პარტიის სირიზას პარტიის ლიდერი თავის მომხრეებს დაჰპირდა, რომ საბერძნეთი უარს იტყვის „ეკონომიკური მომჭირნეობის დამღუპველ პოლიტიკაზე“. ციპრასს სურს, რომ გადაისინჯოს საბერძნეთისათვის გამოყოფილი 318 მილიონი ევროს მოცულობის ვალი და პირობას დებს, რომ გააუქმებს საერთაშორისო ფინანსურ დახმარებით განსაზღვრულ, არაპოპულარულ მკაცრ ეკონომიკურ ზომებს. ასეთივე პოზიცია უკავია „დამოუკიდებელ ბერძენთა“ პარტიის ლიდერ პანოს კამენოსს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროზონის ერთ-ერთი წვერი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოდის პოლიტიკური ძალა, რომელიც ევროზონის მიერ შემოღებულ ფინანსური დახმარების ზომებისა და ევროს წინააღმდეგ გამოდის.

XS
SM
MD
LG