Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ძალაში შევიდა ახალი წესები უცხოელ ტურისტთათვის


26 იანვრიდან რუსეთში ამოქმედდა ახალი წესები იმ უცხოელი ტურისტებისათვის, რომლებიც რუსეთში მოგზაურობას გადაწყვეტენ. ახალი წესები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს არსებულის ანალოგია, ავალდებულებს ტურისტებს, რომ სიაში შეიტანონ ყველა ქალაქი, რაიონი თუ დასახლებული პუნქტი, რომლების მონახულებასაც გადაწყვეტენ. რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სამსახური ასევე ითხოვს ტურისტებისაგან, რათა მიუთითონ ყველა იმ პირებისა, თუ ორგანიზაციის ვინაობა, რომლებისგანაც მიღებული აქვთ მოსაწვევი. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია შიშობს, რომ ახალი რეგულაციები დააზარალებს რუსეთის ტურისტულ ინდუსტრიას.

XS
SM
MD
LG