Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა


ნატო-ში საქართველოს ელჩმა ლევან დოლიძემ ოფიციალურად დატოვა თანამდებობა. ამის თაობაზე ყოფილი ელჩი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს. ლევან დოლიძემ პოსტიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მიიღო, როდესაც მთავრობის კურსთან უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კი თანამდებობიდან გადააყენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ლევან დოლიძე სწორედ „თავისუფალი დემოკრატების“ გუნდის წევრია და 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ნატოში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ლევან დოლიძემ ორი წელი იმუშავა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვინ დაინიშნება ამ თანამდებობაზე.

XS
SM
MD
LG