Accessibility links

გერმანია აცხადებს, რომ მოსკოვმა უნდა შეაჩეროს სეპარატისტთა იერიში მარიუპოლზე


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთმა მკაფიოდ უნდა მოუწოდოს აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს, რომ არ შეეცადონ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ მარიუპოლის დაკავებას. ფრანკ ვალტერ შტაიმაიერის ეს გაფრთხილება მოჰყვა სისხლიან სარაკეტო იერიშებს ქალაქ მარიუპოლზე და პრორუსულად განწყობილი დონეცკის თვითმარქვია ხელისუფლების ლიდერების განცხადებას უკრაინის სამთავრობო ჯარებისაგან დონბასის მიწების განთავისუფლების თაობაზე. 29 იანვარს ევროკავშირს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იმსჯელებენ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის თაობაზე.

XS
SM
MD
LG