Accessibility links

logo-print

შეიარაღებულმა პირებმა ალყაში მოაქციეს ყირიმელი თათრების კუთვნილი ტელეარხი


შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირებმა ალყა შემოარტყეს ყირიმელი თათრების ენაზე მაუწყებელ ერთადერთ ტელეარხს ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში. როგორც ტელეკომპანია ATR-ის ჟურნალისტებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას ტელეკომპანიის ხელმძვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები. მათ ტელეკომპანიის კუთვნილი სერვერის კონფისკაცია სურთ. ყირიმელი აქტივისტები, სათვისტომოს ლიდერები და უფლებათადამცველები ჩივიან, რომ ყირიმელი თათრები დისკრიმინაციას, აბუჩად აგდებას და შევიწროვებას განიცდიან იმის გამო, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

XS
SM
MD
LG