Accessibility links

logo-print

ალექსის ციპრასი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრია


ვადამდელ არჩევნებში გამარჯვებული „სირიზას“ პარტიის ლიდერი ალექსის ციპრასი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ეს მოხდა მას შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა საბერძნეთის მემარცხენე პარტია „სირიზამ“ და უკიდურესად მემარჯვენე „დამოუკიდებელ ბერძენთა“ პარტიამ 26 იანვარს მთავრობის ფორმირების თაობაზე კოალიციური შეთანხმება გააფორმეს. საბერძნეთის უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკური პარტიის სირიზას პარტიის ლიდერი თავის მომხრეებს დაჰპირდა, რომ საბერძნეთი უარს იტყვის „ეკონომიკური მომჭირნეობის დამღუპველ პოლიტიკაზე“. ციპრასს სურს, რომ გადაისინჯოს საბერძნეთისათვის გამოყოფილი 318 მილიონი ევროს მოცულობის ვალი და პირობას დებს, რომ გააუქმებს საერთაშორისო ფინანსურ დახმარებით განსაზღვრულ, არაპოპულარულ მკაცრ ეკონომიკურ ზომებს. ასეთივე პოზიცია უკავია „დამოუკიდებელ ბერძენთა“ პარტიის ლიდერ პანოს კამენოსს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროზონის ერთ-ერთი წვერი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოდის პოლიტიკური ძალა, რომელიც ევროზონის მიერ შემოღებულ ფინანსური დახმარების ზომებისა და ევროს წინააღმდეგ გამოდის.

XS
SM
MD
LG