Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა უკრაინის არმიას „ნატოს უცხოეთის ლეგიონი“ უწოდა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ნატოს უცხოეთის ლეგიონი“ უწოდა უკრაინის მხარეზე მებრძოლ უცხოელ მოხალისეთაგან შექმნილ ქვედანაყოფებს, რომელთა მთავარ მიზანსაც „რუსეთის შეკავება“ წარმომადგენს. რუსეთის პრეზიდენტმა სანქტ პეტერბურგის უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრის დროს უკრაინის მთავრობის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივ მობილიზაციის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ბევრ უკრაინელ მამაკაცს სურს თავი დააღწიოს სამხედრო მოვალეობას და რუსეთში გაქცევით შველის თავს. „ისინი სწორად იქცევიან, რადგან მათ ტყვიების ქვეშ, როგორც საზარბაზნე ხორცს, ისე მიერეკებიან “, - განაცხადა პუტინმა და გამოთქვა მზადყოფნა, რომ გაუხანგრძლივდეთ რუსეთში ყოფნის ვადა იმ უკრაინელ წვევამდელებს, რომლებსაც არ სურთ უკრაინის ჯარში სამსახური.

XS
SM
MD
LG