Accessibility links

logo-print

თეთრ სახლთან უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა


აშშ-ის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით 26 იანვრის დილას მცირე ზომის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა თეთრი სახლის მახლობლად. ინცინდენტის დროს, პრეზიდენტო ობამა და მისი მეუღლე მიშელი ინდოეთში იმყოფებოდნენ. ჯერჯერობთი უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა თეთრ სახლში ბარაკ ობამას ორი ქალიშვილი და მათი ბებია. თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დრონის ჩამოვარდნას მყისიერად მოჰყვა მთელი სივრცის გადაკეტვა იმ დრომდე, სანამ არ დადგინდა, რომ უპილოტო თვითმფრინავი უსაფრთხო იყო. უშიშროების სამსახურის ცნობით, დრონი იყო მომცრო ზომის ოთხ პროპელერიანი საფრენი აპარატი, რომელიც კვადკოპტერის სახელით არის ცნობილი. ინცინდენტის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება.

XS
SM
MD
LG