Accessibility links

logo-print

ნატო იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს გაიხსნება საწვრთნელი ცენტრი საქართველოში


ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, ალიანსი და საქართველო მუშაობენ საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გასახსნელად. ვერშბოუმ ბრიუსელში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში გამოთქვა იმედი, რომ საწვრთნელი ცენტრი 2015 წლის ბოლოს ამოქმედდება. ვერშბოუმ აღნიშნა ასევე, რომ შარშან სექტემბერში, უელსის სამიტზე გააძლიერეს ყველა მექანიზმი, რომელიც საჭიროა ნატოში გასაწევრიანებლადსაქართველოს მომზადებისათვის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ალექსანდერ ვერშბოუ 29-30 იანვარს ეწვევა თბილისს.

XS
SM
MD
LG