Accessibility links

logo-print

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური დაინიშნა


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა თბილისში, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. ვახტანგ გომელაურმა, რომელიც აქამდე მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, მინისტრის პოსტზე შეცვალა ალექსანდრე ჭიკაიძე მას შემდეგ, რაც ჭიკაიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ყოფილი მინისტრის განამარტებით, ეს ნაბიჯი განაპირობა ბრალდებებმა, თითქოს ჭიკაიძე ხელს აფარებდა 2006 წლის 2 მაისს თბილისში ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს.

XS
SM
MD
LG