Accessibility links

საფრანგეთში ხუთი პირი დააკავეს ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში


საფრანგეთში ხუთი მამაკაცი დააკავეს ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ისლამისტი ექსტრემისტების ქსელის გაუვნებელყოფის მიზნით. ხუთივე ეჭვმიტანილი სამხრეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ ლუნელში შეიპყრეს. პოლიციის ცნობით, 27 იანვარს დაკავებულებიდან ორი პირი სირიიდან არის დაბრუნებული. ლუნელი ქალაქ მონპელიეს სამხრეთით მდებარეობს. მან ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20-მდე ახალგაზრდა გაემგზავრა სირიაში. ცნობების თანახმად, ოქტომბრიდან მოყოლებული, მათგან ექვსი დაიღუპა. საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გააქტიურებულია ისლამისტურ ტერორიზმთან ბრძოლა მას შემდეგ, რაც 7-9 იანვარს შეიარაღებულმა პირებმა 17 ადამიანი დახოცეს პარიზში.

XS
SM
MD
LG