Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზეა


ეკონომიკის თავისუფლების მაჩვენებლებით, საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილს იკავებს და „უმეტესწილად თავისუფალ“ ქვეყნებს მიეკუთვნება. ამ შეფასებას მოიცავს ეკონომიკის თავისუფლების ახალი ინდექსი, რომელიც ასახავს ვითარებას მსოფლიოს 178 ქვეყანაში. ეკონომიკის თავისუფლების 2015 წლის ინდექსი მოამზადეს ვაშინგტონში დაფუძნებულმა კვლევითმა ცენტრმა „ჰერიტიჯ ფაუნდეშნმა“ და გაზეთმა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან საუკეთესო მაჩვენებლები აქვს ესტონეთს. ის მსოფლიოში მერვე ადგილზეა. რუსეთს 143-ე ადგილი ერგო. ის „უმეტესწილად არათავისუფალი“ ქვეყნების რიცხვშია მოლდავეთთან, ტაჯიკეთთან, პაკისტანთან ერთად. უკრაინას 162-ე ადგილი მიუჩინეს, „რეპრესირებული“ ეკონომიკის ქვეყნებს შორის.

XS
SM
MD
LG