Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი მხარდამჭერებს მოუწოდებს „ანტიკრიზისულ მარშში“ მონაწილეობისაკენ


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს მოუწოდებს 1 მარტს მთავრობის საწინააღმდეგო სვლაში მონაწილეობისაკენ. ნავალნი ამ მოწოდებით გამოვიდა 27 იანვარს - მას შემდეგ, რაც მოსკოვში სასამართლომ უარყო მოთხოვნა ნავალნისათვის შეფარდებული შინა პატიმრობის გაუქმების შესახებ. თავის ვებსაიტზე ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს მოუწოდებს, დაესწრონ „საგაზაფხულო ანტიკრიზისულ მარშს“, რომელსაც ოპოზიციური ჯგუფები ამზადებენ. ნავალნის განმარტებით, მოთხოვნებს შორის იქნება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი მთავრობის გადადგომა, სამართლიანი არჩევნების ჩატარება, უკრაინაში ომისათვის ბოლოს მოღება და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. ნავალნის 30 დეკემბერს შეუფარდეს სამნახევარი წლით პირობითი სასჯელი და შინა პატიმრობაში დარჩენა. მას თაღლითობაში ადანაშაულებენ, მაგრამ ნავალნი უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ კრემლი მას დევნის საპროტესტო აქციების გაძღოლისა და პუტინის მოკავშირეების კორუფციული გარიგებების გამოძიბისათვის დასასჯელად.

XS
SM
MD
LG